ხშირად დასმული შეკითხვები
როგორ დავრეგისტრირდე?
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ რეგისტრაციის გვერდს.
ველების შევსების შემდეგ შეამოწმეთ ელ ფოსტა, სადაც მიიღებთ აქტივაციის ბმულს. (შეამოწმეთ spam და promotions/რეკლამები, შეტყობინება შესაძლებელია ამ განყოფილებებში იყოს მოსული).
აქტივაციის ბმულზე გადასვლის შემდგომ შეგიძლიათ თქვენი პაროლის შექმნა, ვერიფიკაციის გავლა და უსაფრთხოების საშუალებების გააქტიურება.
გაითვალისწინეთ! ru-ზე დაბოლოებული ელ. ფოსტით ვერ დარეგისტრირდებით. გთხოვთ გამოიყენოთ სხვა დაბოლოების ელ. ფოსტის მისამართი.
როგორ შევავსო ლარის ბალანსი თიბისი ბანკის ინტერნეტ ან მობაილ ბანკიდან?
ლარის შევსება ვერიფიცირებულ მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ საკუთარი საბანკო ანგარიშიდან ან ჩარიცხვის აპარატებიდან.
სხვისი საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხული თანხები დაბრუნდება გადმომრიცხავ საბანკო ანგარიშზე.
გადმორიცხეთ ლარი ანგარიშზე GE48TB7256036080100010
დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ რეგისტრაციის ელ. ფოსტის მისამართი.
თიბისი ბანკიდან გადმორიცხვის შემთხვევაში თანხა საფულეში ჩაირიცხება რამოდენიმე წუთის განმავლობაში.
გაითვალისწინეთ!
23:00 საათიდან 00:30 საათამდე თიბისი ბანკში მიმდინარე საბანკო დღის დახურვის გამო პერიოდში თანხის შემოტანა ან გატანა შეფერხებულია.
სხვა ბანკებიდან 17:00 საათის შემდეგ გადმორიცხული თანხები თქვენს საფულეში ჩაირიცხება მომდევნო სამუშაო დღეს.
როგორ შევავსო ლარის ბალანსი საქართველოს ბანკის ინტერნეტ ან მობაილ ბანკიდან?
ლარის შევსება ვერიფიცირებულ მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ საკუთარი საბანკო ანგარიშიდან ან ჩარიცხვის აპარატებიდან.
სხვისი საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხული თანხები დაბრუნდება გადმომრიცხავ საბანკო ანგარიშზე.
გადმორიცხეთ ლარი ანგარიშზე GE79BG0000000160951585.
დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ ელ. ფოსტის მისამართი.
საქართველოს ბანკიდან გადმორიცხვის შემთხვევაში თანხა საფულეში ჩაირიცხება 15 წუთის განმავლობაში.
გაითვალისწინეთ!
00:00 საათიდან 06:00 საათამდე საქართველოს ბანკში მიმდინარე საბანკო დღის დახურვის გამო ლარის შემოტანა ან გატანა შეფერხებულია.
სხვა ბანკებიდან 17:00 საათის შემდეგ გადმორიცხული თანხები თქვენს საფულეში ჩაირიცხება მომდევნო სამუშაო დღეს.
როგორ შევიტანო თანხა კოინმანიას ანგარიშზე ჩარიცხვის აპარატიდან?
TBC Pay აპარატიდან
TBC PAY აპარატზე დააჭირეთ დაზღვევა/ბანკები მიკრო საფინანსო
აირჩიეთ ბანკები და შემდეგ თიბისი ბანკი
აირჩიეთ კომპანიის ანგარიშზე თანხის შეტანა,
აკრიფეთ თქვენი პირადი ნომერი,
ტელეფონზე მოგივათ sms კოდი, შეიყვანეთ sms კოდი და ღილაკი "დადასტურება".
აკრიფეთ კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი, 405 189 166 და დააჭირეთ ღილაკს შემოწმება.
დარწმუნდით, რომ ეკრანზე ჩანს "შპს კოინმანია" და აირჩიეთ ანგარიში ***0010
გადახდის დანიშნულებაში ჩაწერეთ coinmania-ზე რეგისტრირებული მომხმარებლის საფულის ელ.ფოსტა, ვისაც უნდა აესახოს ბალანსზე.
აირჩიეთ დანიშნულების შენახვა და შემდეგი.
შეიტანეთ სასურველი თანხა და დააჭირეთ ღილაკს "გადახდა"
გაითვალისწინეთ!
23:00 საათიდან 00:30 საათამდე თიბისი ბანკში მიმდინარე საბანკო დღის დახურვის გამო პერიოდში თანხის შემოტანა ან გატანა შეფერხებულია.
საქართველოს ბანკის Pay Box აპარატიდან
საქართველოს ბანკის Pay Box აპარატზე აირჩიეთ საბანკო სერვისები.
შემდეგ თანხის შეტანა შემდეგ თანხის შეტანა ანგარიშზე.
აირჩიეთ თანხის შეტანა პირადი ნომრით, მიუთითეთ პირადი ნომერი,
ოთხნიშნა კოდი მოგივათ sms შეტყობინებით და კოდი შეიყვანეთ აპარატში.
აირჩიეთ თანხის შეტანა იურიდიული პირი/ინდ. მეწარმე.
ჩაწერეთ კომპანიის საიდენთიფიკაციო კოდი 405 189 166, დარწმუნდით, რომ ეკრანზე ჩანს „შპს კოინმანია“
დააჭირეთ ლარის შემოტანას, ეკრანზე გამოჩნდება ორი ანგარიში, აირჩიეთ GE**BG******95 1585
შემდეგ დააჭირეთ თანხის შემოტანა გადასარიცხად ან სხვა დანიშნულება,
დანიშნულებაში მიუთითეთ coinmania-ზე რეგისტრირებული მომხმარებლის საფულის ელ.ფოსტა, ვისაც უნდა აესახოს ბალანსზე.
გაითვალისწინეთ!
00:00 საათიდან 06:00 საათამდე საქართველოს ბანკში მიმდინარე საბანკო დღის დახურვის გამო ლარის შემოტანა ან გატანა შეფერხებულია.
საქართველოს ბანკიდან ლარის გადმორიცხვისას დანიშნულებაში @ არ მაწერინებს
ელ-ფოსტის მისამართში @ ნიშანი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სამი წერტილით. მაგალითად, shota.rustaveli...gmail.com
როგორ მოვიქცე, თუ დანიშნულებაში ელ. ფოსტის მითითება დამავიწყდა?
საბანკო ანგარიშიდან საფულეში გადარიცხული თანხა დაბრუნდება გადმომრიცხავ ანგარიშზე.
თუ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან არის ჩარიცხვა მაშინ კონტაქტებში მითითებულ ნომერზე უნდა გამოგვიგზავნოთ
1. თანხის ჩამრიცხავის პირადი ნომერი
2. თანხის ოდენობა
3. თანხის მიმღების ელ. ფოსტის მისამართი
რამდენ ხანში შესრულდება ლარის გადარიცხვა საბანკო ანგარიშზე?
საქართველოსა და თიბისის საბანკო ანგარიშებზე თანხას მიიღებთ 5 წუთის განმავლობაში.
სხვა ბანკის ანაგარიშის ნომერზე გადარიცხვას შესაძლოა 30 წუთიდან 2 საათამდე დასჭირდეს, ხოლო 17:00 საათის შემდეგ გადარიცხული თანხა აისახება შემდეგი სამუშაო დღის 12 საათამდე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 23 საათიდან დილის 6 საათამდე ბანკები შეფერხებით მუშაობენ და ტრანზაქცია, შესაძლოა, დაგვიანებით შესრულდეს.
კრიპტოს გადარიცხვის საკომისიო რამდენია?
კრიპტოს გადარიცხვის საკომისიოს სანახავად შედით ტარიფებში.
იმის გასაგებად, თუ რამდენია ეს ოდენობა ლარში კონკრეტულ მომენტში, სასურველი კრიპტოვალუტის ყიდვის გრაფაში ჩაწერეთ ეს ოდენობა.
კრიპტოს გადარიცხვის საკომისიო ფიქსირებულია და არ არის ოდენობაზე დამოკიდებული.
როგორ ვიყიდო და გადავრიცხო კრიპტო?
კრიპტოს ყიდვისთვის შედით საფულეში, აირჩიეთ სასურველი კრიპტოვალუტა, დააჭრეთ ყიდვას, შემდეგ აირჩიეთ GEL ანუ ლარით, ჩაწერეთ სასურველი რაოდენობა ან თანხა და დაასრულეთ ყიდვა.
შეძენილი კრიპტოვალუტა გამოჩნდება საფულეში.
ყიდვის შემდეგ დააჭრეთ გადარიცხვას, ჩაწერეთ ის რაოდენობა რაც მიმღებამა უნდა მიიღოს, აუცილებლად გაითვალისწინეთ გადარიცხვის საკომისიო, რომელიც ბალანსზე უნდა დატოვოთ. მისამართში უნდა ჩაწეროთ მიმღების შესაბამისი კრიპტოვალუტის მისამართი და დააჭირეთ შემდეგ ნაბიჯს. გადამოწმების გვერდზე გულდასმით გადაამოწმეთ კრიპტოვალუტის რაოდენობა და მიმღების მისამართი, შემდეგ გადარიცხეთ. თქვენი საფულედან გადარიცხული კრიპტოვალუტის შესახებ დეტალები იხილეთ სარჩევი, კრიპტო გადარიცხვები გვერდზე.
რამდენ ხანში შესრულდება კრიპტოს გადარიცხვა?
თუ კოინმანიაზე ტრანზაქციას აქვს სტატუსი "გადარიცხულია" და ერთი საათის განმავლობაში არ აგესახათ, გთხოვთ დასახმარებლად მიმართოთ მიმღებ საფულეს.
როგორ ვნახო ჩემი კრიპტოს მისამართი?
კრიპტოს მისამართის სანახავად უნდა შეხვიდეთ საფულეში, აირჩიოთ სასურველი კრიპტო და შემდეგ დააწკაპოთ ღილაკს „შემოტანა“. მისამართის გვერდით არის ღილაკი "ბლოკჩეინი", სადაც თქვენს მისამართს ბლოკჩეინში იხილავთ.
როგორ გავყიდო კრიპტო და გადავრიცხო ლარი?
შედით საფულეში, აირჩიეთ ის კონკრეტული კრიპტოვალუტა, რომელიც გაქვთ კოინმანიას საფულეში და რომლის გაყიდვაც გსურთ, შემდეგ ჩამონათვალში აირჩეთ გაყიდვა, GEL და დაასრულეთ გაყიდვა.
გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა ავტომატურად აგესახებათ GEL ანუ ლარის ბალანსზე.
შემდეგ შედით ისევ საფულეში, აირჩეთ GEL, დააჭირეთ გადარიცხვას, დაამატეთ სასურველი საბანკო ანგარიშის ნომერი და გადარიცხეთ ლარი.
ლარის გადარიცხვის საკომისიო გახლავთ ერთი ლარი.
რა არის ექსპრეს გადარიცხვა?
ექსპრეს გადარიცხვა კრიპტოს ან Ngel გადარიცხვის მეთოდია, რომელიც კოინმანიას მომხმარებლებს შორის ხორციელდება. ექსპრეს გადარიცხვის საკომისიოა 0% და ტრანზაქცია მყისიერად ესახება მიმღებს.
როგორ აღვადგინო Google Authenticator?
ელ. ფოსტაზე support@coinmania.ge გამოგვიგზავნეთ ტექსტი:
"გთხოვთ, გამომიგზავნოთ Google Authenticator-ის აქტივაციის კოდი"
აუცილებელია, წერილი გამოიგზავნოს კოინმანიას საიტზე რეგისტრირებული ელ. ფოსტიდან.
Google Authenticator აქტივაციის კოდს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.
როგორ დავაყენო Google authenticator?
გადმოწერეთ Google Authenticator-ის აპლიკაცია. გახსენით და ქვედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს.
აირჩიეთ Enter a Provided Key.
Account Name გრაფაში შეგიძლაით, ჩაწეროთ “Coinmania”
Your key გრაფაში ჩააკოპირეთ ელ-ფოსტაზე მიღებული კოდი.
დააჭირეთ ADD ღილაკს.
ამის შემდეგ აპლიკაციის მიერ ნაჩვენები ექვსნიშნა კოდი გამოიყენეთ კოინმანიას საიტზე.