ხშირად დასმული შეკითხვები

როგორ დავრეგისტრირდე?

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ რეგისტრაციის გვერდს.

ველების შევსების შემდეგ შეამოწმეთ ელ ფოსტა, სადაც მიიღებთ აქტივაციის ბმულს. (შეამოწმეთ spam და promotions/რეკლამები, შეტყობინება შესაძლებელია ამ განყოფილებებში იყოს მოსული).
აქტივაციის ბმულზე გადასვლის შემდგომ შეგიძლიათ თქვენი პაროლის შექმნა, ვერიფიკაციის გავლა და უსაფრთხოების საშუალებების გააქტიურება.

გაითვალისწინეთ! ru-ზე დაბოლოებული ელ. ფოსტით ვერ დარეგისტრირდებით. გთხოვთ გამოიყენოთ სხვა დაბოლოების ელ. ფოსტის მისამართი.

როგორ შევავსო ლარის ბალანსი თიბისი ბანკის ინტერნეტ ან მობაილ ბანკიდან?

თიბისი ბანკიდან გადმორიცხვის შემთხვევაში თანხა საფულეში ჩაირიცხება რამოდენიმე წუთის განმავლობაში.

გაითვალისწინეთ! 

23:00 საათიდან 00:30 საათამდე თიბისი ბანკში მიმდინარე საბანკო დღის დახურვის გამო პერიოდში თანხის შემოტანა ან გატანა შეფერხებულია.

სხვა ბანკებიდან 17:00 საათის შემდეგ გადმორიცხული თანხები თქვენს საფულეში ჩაირიცხება მომდევნო სამუშაო დღეს.

როგორ შევავსო ლარის ბალანსი  საქართველოს ბანკიინტერნეტ ან მობაილ ბანკიდან?

გადმორიცხეთ ლარი ანგარიშზე GE79BG0000000160951585

დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ ელ. ფოსტის მისამართი.

საქართველოს ბანკიდან გადმორიცხვის შემთხვევაში თანხა საფულეში ჩაირიცხება 15 წუთის განმავლობაში.

გაითვალისწინეთ! 

00:00 საათიდან 06:00 საათამდე საქართველოს ბანკში მიმდინარე საბანკო დღის დახურვის გამო ლარის შემოტანა ან გატანა შეფერხებულია.

სხვა ბანკებიდან 17:00 საათის შემდეგ გადმორიცხული თანხები თქვენს საფულეში ჩაირიცხება მომდევნო სამუშაო დღეს.

როგორ შევიტანო თანხა კოინმანიას ანგარიშზე ჩარიცხვის აპარატიდან?

TBC Pay აპარატიდან

გაითვალისწინეთ! 

23:00 საათიდან 00:30 საათამდე თიბისი ბანკში მიმდინარე საბანკო დღის დახურვის გამო პერიოდში თანხის შემოტანა ან გატანა შეფერხებულია.

საქართველოს სწრაფი ჩარიცხვის აპარატი

გაითვალისწინეთ! 

00:00 საათიდან 06:00 საათამდე საქართველოს ბანკში მიმდინარე საბანკო დღის დახურვის გამო ლარის შემოტანა ან გატანა შეფერხებულია.

საქართველოს ბანკიდან ლარის გადმორიცხვისას დანიშნულებაში @ არ მაწერინებს

ელ.ფოსტის მისამართში @ სიმბოლო შეგიძლია ჩაანაცვლოთ სამი წერტილით. მაგალითად: shota.rustaveli…gmail.com

როგორ მოვიქცე, თუ დანიშნულებაში ელ. ფოსტის მითითება დამავიწყდა?

საბანკო ანგარიშიდან საფულეში გადარიცხული თანხა გადმომრიცხავს ანგარიშზე დაბრუნდება.


თუ ჩარიცხვა განხორციელდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან, კონტაქტებში მითითებულ ნომერზე უნდა მოგვწეროთ:

1. თანხის ჩამრიცხავის პირადი ნომერი

2. თანხის ოდენობა

3. თანხის მიმღების ელ.ფოსტის მისამართი

რამდენ ხანში შესრულდება ლარის გადარიცხვა საბანკო ანგარიშზე?

საქართველოსა და თიბისის ბანკის ანგარიშებზე თანხას 5 წუთის განმავლობაში მიიღებთ.

სხვა ბანკების ანგარიშზე გადარიცხვას შესაძლოა 30 წუთიდან 2 საათამდე დასჭირდეს. 17 საათის შემდეგ გადარიცხული თანხა აისახება შემდეგი სამუშაო დღის 12 საათამდე.

გაითვალისწინეთ, რომ 23 საათიდან დილის 6 საათამდე ბანკები შეფერხებით მუშაობენ და შესაძლოა, ტრანზაქცია დაგვიანებით შესრულდეს.


კრიპტოს გადარიცხვის საკომისიო რამდენია?

კრიპტოს გადარიცხვის საკომისიოს სანახავად იხილეთ  ტარიფები.

იმის გასაგებად, თუ რას უდრის იმ მომენტში კონკრეტული ოდენობა ლარში, სასურველი კრიპტოვალუტის ყიდვის გრაფაში მიუთითეთ ოდენობა. 

კრიპტოს გადარიცხვის საკომისიო ფიქსირებულია და არ არის ოდენობაზე დამოკიდებული.

როგორ ვიყიდო და გადავრიცხო კრიპტო?

კრიპტოს საყიდელად შედით საფულეში საფულეში,  აირჩიეთ სასურველი კრიპტოვალუტა და დააჭირეთ ყიდვას. შემდეგ აირჩიეთ GEL (ანუ ყიდვა ლარით), მიუთითეთ სასურველი ოდენობა ან თანხა და დაასრულეთ ყიდვა. შეძენილი კრიპტოვალუტა გამოჩნდებათ საფულეში.

ყიდვის შემდეგ დააჭირეთ გადარიცხვას და ჩაწერეთ ის რაოდენობა, რაც მიმღებამა უნდა მიიღოს.  აუცილებლად გაითვალისწინეთ გადარიცხვის საკომისიო, რომელიც ბალანსზე უნდა დატოვოთ.


მისამართში უნდა ჩაწეროთ მიმღების შესაბამისი კრიპტოვალუტის მისამართი და დააჭიროთ შემდეგ ნაბიჯს. გადამოწმების გვერდზე გულდასმით გადაამოწმეთ კრიპტოვალუტის რაოდენობა და მიმღების მისამართი, შემდეგ გადარიცხეთ. თქვენი საფულიდან გადარიცხული კრიპტოვალუტის შესახებ დეტალები იხილე გვერდზე – სარჩევი, კრიპტო გადარიცხვები.

რამდენ ხანში შესრულდება კრიპტოს გადარიცხვა?

თუ Coinmania-ზე ტრანზაქციას აქვს სტატუსი „გადარიცხულია“ და ერთი საათის განმავლობაში არ აისახა, გთხოვთ, დახმარებისთვის მიმართოთ მიმღებ საფულეს.

როგორ ვნახო ჩემი კრიპტოს მისამართი?

კრიპტომისამართის სანახავად უნდა შეხვიდეთ საფულეში, აირჩიოთ სასურველი კრიპტოვალუტა და დააწკაპოთ ღილაკს „შემოტანა“.  მისამართის გვერდით არის ღილაკი „ბლოკჩეინი“, სადაც იხილავთ თქვენ მისამართს ბლოკჩეინში.

როგორ გავყიდო კრიპტო და გადავრიცხო ლარი?

შედით საფულეში და აირჩიეთ კონკრეტული კრიპტოვალუტა, რომელიც გაქვთ Coinmania-ს საფულეში და რომლის გაყიდვაც გსურთ. შემდეგ, ჩამონათვალში აირჩიეთ „გაყიდვა“, GEL (ლარი) და დაასრულეთ გაყიდვა. 

გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა ავტომატურად აგესახებათ  GEL ანუ ლარის ბალანსზე. 

შემდეგ დაბრუნდით საფულეში, აირჩიეთ GEL, დააჭირე „გადარიცხვას“, დაამატეთ სასურველი საბანკო ანგარიშის ნომერი და გადარიცხეთ ლარი. 

ლარის გადარიცხვის საკომისიოა 1 (ერთი) ლარი.

რა არის ექსპრეს გადარიცხვა?

ექსპრეს გადარიცხვა კრიპტოს ან Ngel გადარიცხვის მეთოდია, რომელიც Coinmania-ს მომხმარებლებს შორის ხორციელდება. ექსპრეს გადარიცხვის საკომისიოა 0% და ტრანზაქცია მიმღებთან მომენტალურად ისახება.

როგორ აღვადგინო Google Authenticator?

ელ. ფოსტაზე support@coinmania.ge გამოგვიგზავნეთ ტექსტი:

"გთხოვთ, გამომიგზავნოთ Google Authenticator-ის აქტივაციის კოდი"

აუცილებელია, წერილი გამოიგზავნოს კოინმანიას საიტზე რეგისტრირებული ელ. ფოსტიდან.

Google Authenticator აქტივაციის კოდს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.

როგორ დავაყენო Google authenticator?

გადმოწერეთ Google Authenticator-ის აპლიკაცია. გახსენით და ქვედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს.

აირჩიეთ Enter a Provided Key.

Account Name გრაფაში შეგიძლაით, ჩაწეროთ “Coinmania”

Your key გრაფაში ჩააკოპირეთ ელ-ფოსტაზე მიღებული კოდი.

დააჭირეთ ADD ღილაკს.

ამის შემდეგ აპლიკაციის მიერ ნაჩვენები ექვსნიშნა კოდი გამოიყენეთ კოინმანიას საიტზე.