ხშირად დასმული შეკითხვები
როგორ დავრეგისტრირდე?
რეგისტრაციისთვის ეწვიე რეგისტრაციის გვერდს.
ველების შევსების შემდეგ შეამოწმე ელ ფოსტა, სადაც მიიღებ აქტივაციის ბმულს. (შეამოწმე spam და promotions/რეკლამები, შეტყობინება შესაძლებელია ამ განყოფილებებში იყოს მოსული).
აქტივაციის ბმულზე გადასვლის შემდგომ შეგიძლია საკუთარი პაროლის შექმნა, ვერიფიკაციის გავლა და უსაფრთხოების საშუალებების გააქტიურება.
გაითვალისწინე, ru-ზე დაბოლოებული ელ. ფოსტით ვერ დარეგისტრირდები. გთხოვ გამოიყენო სხვა დაბოლოების ელ. ფოსტის მისამართი.
როგორ შევავსო ლარის ბალანსი თიბისი pay-ის ვებ საიტიდან?
ლარის შევსება ვერიფიცირებულ მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ საკუთარი საბანკო ანგარიშიდან ან ჩარიცხვის აპარატებიდან.
სხვისი საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხული თანხები დაბრუნდება გადმომრიცხავ საბანკო ანგარიშზე.
მოცემულ ბმულზე - tbcpay.ge შეიყვანე პირადი ნომერი და დააჭირე შემოწმებას;
აირჩიე სერვისი იურიდიული პირის ანგარიშზე თანხის შეტანა და დააჭირე შემდეგს;
მიუთითე ანგარიშის ნომერი - GE48TB7256036080100010;
დანიშნულებაში მიუთითე Coinmania-ზე რეგისტრირებული მომხმარებლის ელ.ფოსტა ან საფულის ID ნომერი, ვისაც უნდა აესახოს თანხა ბალანსზე;
მიუთითე თანხის ოდენობა და დაადასტურე გადახდა;
თიბისი ბანკიდან გადმორიცხვის შემთხვევაში თანხა საფულეში ჩაირიცხება რამოდენიმე წუთის განმავლობაში.
გაითვალისწინე,
23:00 საათიდან 00:30 საათამდე თიბისი ბანკში მიმდინარე საბანკო დღის დახურვის გამო თანხის შემოტანა ან გატანა შეფერხებულია.
სხვა ბანკებიდან 17:00 საათის შემდეგ გადმორიცხული თანხები თქვენს საფულეში ჩაირიცხება მომდევნო სამუშაო დღეს.
როგორ შევავსო ლარის ბალანსი საქართველოს ბანკის ინტერნეტ ან მობაილ ბანკიდან?
ლარის შევსება ვერიფიცირებულ მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ საკუთარი საბანკო ანგარიშიდან ან ჩარიცხვის აპარატებიდან.
სხვისი საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხული თანხები დაბრუნდება გადმომრიცხავ საბანკო ანგარიშზე.
გადმორიცხე ლარი ანგარიშზე GE79BG0000000160951585.
დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითე ელ. ფოსტის მისამართი ან საფულის ID ნომერი.
საქართველოს ბანკიდან გადმორიცხვის შემთხვევაში თანხა საფულეში ჩაირიცხება 15 წუთის განმავლობაში.
გაითვალისწინე,
00:00 საათიდან 06:00 საათამდე საქართველოს ბანკში მიმდინარე საბანკო დღის დახურვის გამო ლარის შემოტანა ან გატანა შეფერხებულია.
სხვა ბანკებიდან 17:00 საათის შემდეგ გადმორიცხული თანხები თქვენს საფულეში ჩაირიცხება მომდევნო სამუშაო დღეს.
როგორ შევიტანო თანხა კოინმანიას ანგარიშზე ჩარიცხვის აპარატიდან?
TBC Pay აპარატიდან
TBC PAY აპარატზე დააჭირე დაზღვევა/ბანკები მიკრო საფინანსო;
აირჩიე ბანკები და შემდეგ თიბისი ბანკი;
აირჩიე კომპანიის ანგარიშზე თანხის შეტანა;
აკრიფე შენი პირადი ნომერი;
ტელეფონზე მოგივა sms კოდი, შეიყვანე sms კოდი და ღილაკი "დადასტურება".
აკრიფე კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი, 405 189 166 და დააჭირე ღილაკს შემოწმება;
დარწმუნდი, რომ ეკრანზე ჩანს "შპს კოინმანია" და აირჩიე ანგარიში ***0010
გადახდის დანიშნულებაში ჩაწერე coinmania-ზე რეგისტრირებული მომხმარებლის ელ.ფოსტა ან საფულის ID ნომერი, ვისაც უნდა აესახოს ბალანსზე ;
აირჩიე დანიშნულების შენახვა და შემდეგი;
შეიტანე სასურველი თანხა და დააჭირე ღილაკს "გადახდა"
გაითვალისწინე,
23:00 საათიდან 00:30 საათამდე თიბისი ბანკში მიმდინარე საბანკო დღის დახურვის გამო თანხის შემოტანა ან გატანა შეფერხებულია.
საქართველოს სწრაფი ჩარიცხვის აპარატი
საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე აირჩიე თანხის შეტანა ანგარიშზე;
ვერიფიკაციის მეთოდში აირჩიე პირადი ნომერი და მიუთითე ჩამრიცხავის პირადი ნომერი;
ოთხნიშნა კოდს მიიღებ sms შეტყობინებით და შეიყვანე;
აირჩიე თანხის შეტანა ანგარიშზე - იურიდიული პირი/ინდ.მეწარმე;
აირჩიე ვისთვის შეგაქვს თანხა;
ჩაწერე კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი 405 189 166; (ან მიუთითე ანგარიშის ნომერი - GE79BG0000000160951585)
აირჩიე სასურველი ვალუტა;
დარწმუნდი, რომ ეკრანზე ჩანს „შპს კოინმანია“ და აირჩიე შემდეგი ანგარიში - GE**BG******951585;
აირჩიე სხვა დანიშნულება და მიუთითე Coinmania-ზე რეგისტრირებული მომხმარებლის ელ.ფოსტა ან საფულის ID ნომერი, ვისაც უნდა აესახოს თანხა ბალანსზე;
გაითვალისწინე,
00:00 საათიდან 06:00 საათამდე საქართველოს ბანკში მიმდინარე საბანკო დღის დახურვის გამო ლარის შემოტანა ან გატანა შეფერხებულია.
საქართველოს ბანკიდან ლარის გადმორიცხვისას დანიშნულებაში @ არ მაწერინებს
ელ.ფოსტის მისამართში @ სიმბოლო შეგიძლია ჩაანაცვლო სამი წერტილით. მაგალითად: shota.rustaveli…gmail.com
როგორ მოვიქცე, თუ დანიშნულებაში ელ. ფოსტის მითითება დამავიწყდა?
საბანკო ანგარიშიდან საფულეში გადარიცხული თანხა გადმომრიცხავს ანგარიშზე დაბრუნდება.
თუ ჩარიცხვა განხორციელდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან, კონტაქტებში მითითებულ ელ.ფოსტაზე უნდა მოგვწერო:
1. თანხის ჩამრიცხავის პირადი ნომერი;
2. თანხის ოდენობა;
3. თანხის მიმღების ელ.ფოსტის მისამართი;
რამდენ ხანში შესრულდება ლარის გადარიცხვა საბანკო ანგარიშზე?
საქართველოსა და თიბისის ბანკის ანგარიშებზე თანხას 5 წუთის განმავლობაში მიიღებ.
სხვა ბანკების ანგარიშზე გადარიცხვას შესაძლოა 30 წუთიდან 2 საათამდე დასჭირდეს. 17:00 საათის შემდეგ გადარიცხული თანხა აისახება შემდეგი სამუშაო დღის 13:00 საათამდე.
გაითვალისწინე, რომ 23:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ბანკები შეფერხებით მუშაობენ და შესაძლოა, ტრანზაქცია დაგვიანებით შესრულდეს.
კრიპტოს გადარიცხვის საკომისიო რამდენია?
კრიპტოს გადარიცხვის საკომისიოს სანახავად იხილე ტარიფები.
იმის გასაგებად, თუ რას უდრის იმ მომენტში კონკრეტული ოდენობა ლარში, სასურველი კრიპტოვალუტის ყიდვის გრაფაში მიუთითე ოდენობა.
კრიპტოს გადარიცხვის საკომისიო ფიქსირებულია და არ არის რაოდენობაზე დამოკიდებული.
როგორ ვიყიდო და გადავრიცხო კრიპტო?
კრიპტოს საყიდლად შედი საფულეში, აირჩიე სასურველი კრიპტოვალუტა და დააჭირე ყიდვას. შემდეგ აირჩიე nGEL ERC20 (ანუ ყიდვა ლარით), მიუთითე სასურველი ოდენობა ან თანხა და დაასრულე ყიდვა. შეძენილი კრიპტოვალუტა გამოგიჩნდებათ საფულეში.
ყიდვის შემდეგ დააჭირე გადარიცხვას და ჩაწერე ის რაოდენობა, რაც მიმღებმა უნდა მიიღოს. აუცილებლად გაითვალისწინე გადარიცხვის საკომისიო, რომელიც ბალანსზე უნდა დატოვო.
მისამართში უნდა ჩაწერო მიმღების შესაბამისი კრიპტოვალუტის მისამართი და დააჭირო შემდეგ ნაბიჯს. გადამოწმების გვერდზე გულდასმით გადაამოწმე კრიპტოვალუტის რაოდენობა და მიმღების მისამართი, შემდეგ გადარიცხე. საფულიდან გადარიცხული კრიპტოვალუტის შესახებ დეტალები იხილე გვერდზე – სარჩევი, კრიპტო გადარიცხვები.
რამდენ ხანში შესრულდება კრიპტოს გადარიცხვა?
თუ Coinmania-ზე ტრანზაქციას აქვს სტატუსი „გადარიცხულია“ და ერთი საათის განმავლობაში არ აისახა, გთხოვ, დახმარებისთვის მიმართო მიმღებ საფულეს.
როგორ ვნახო ჩემი კრიპტოს მისამართი?
კრიპტომისამართის სანახავად უნდა შეხვიდე საფულეში, აირჩიო სასურველი კრიპტოვალუტა და დააწკაპო ღილაკს „შემოტანა“. მისამართის გვერდით არის ღილაკი „ბლოკჩეინი“, სადაც იხილავ თქვენ მისამართს ბლოკჩეინში.
როგორ გავყიდო კრიპტო და გადავრიცხო ლარი?
შედი საფულეში და აირჩიე კონკრეტული კრიპტოვალუტა, რომელიც გაქვ Coinmania-ს საფულეში და რომლის გაყიდვაც გსურs. შემდეგ, ჩამონათვალში აირჩიე „გაყიდვა“, nGEL ERC20 და დაასრულე გაყიდვა.
გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა ავტომატურად აგესახება nGEL ERC20 ანუ ლარის ბალანსზე.
შემდეგ დაბრუნდი საფულეში, აირჩიე nGEL ERC20, დააჭირე „გადარიცხვას“, დაამატე სასურველი საბანკო ანგარიშის ნომერი და გადარიცხე ლარი.
ლარის გადარიცხვის საკომისიოა 1 (ერთი) ლარი.
რა არის ექსპრეს გადარიცხვა?
ექსპრესგადარიცხვა კრიპტოს ან nGEL ERC20 გადარიცხვის მეთოდია, რომელიც Coinmania-ს მომხმარებლებს შორის ხორციელდება. ექსპრესგადარიცხვის საკომისიოა 0% და ტრანზაქცია მიმღებთან მომენტალურად ისახება.
როგორ აღვადგინო Google Authenticator?
Support@coinmania.ge-ზე გამოგვიგზავნე წერილი შემდეგი ტექსტით: „მსურს გამომიგზავნოთ Google Authenticator-ის აქტივაციის კოდი“.
აუცილებელია, წერილი გამოიგზავნოს Coinmania-ზე რეგისტრირებული ელ.ფოსტიდან
ელ.ფოსტაზე გამოგეგზავნება Google Authenticator-ის აქტივაციის კოდი. ასე, მარტივად!
როგორ დავაყენო Google authenticator?
გადმოწერე Google Authenticator-ის აპლიკაცია შენი ტელეფონისთვის;
გახსენი აპლიკაცია და ქვედა მარჯვენა კუთხეში დააჭირე ღილაკს Get Started;
აირჩიე Enter a setup key (აქტივაცია კოდით);
Account Name გრაფაში ჩაწერე ანგარიშის დასახელება. მაგ.: Coinmania;
Key გრაფაში ჩააკოპირე ელ.ფოსტაზე მიღებული კოდი;
დააჭირე Add ღილაკს;
აპლიკაციის მიერ ნაჩვენები ექვსნიშნა კოდი გამოიყენეთ Coinmania-ს საიტზე (კოდები ავტომატურად ახლდება).